საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დააკავეს პირი, რომელსაც ბრალად კლინიკის დირექტორის დაჭრა ედება.

უწყების განცხადებით, 80 წლის კაცი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ის თქმით, გამოძიების ვერსიით, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად ამავე კლინიკის დირექტორი დაჭრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ბრალი დამტკიცების შემთხვევაში 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისში, კანისა და ვენეროლოგიურ დაავადებათა დისპანსერში გუშინ, 5 აგვისტოს სროლა მოხდა. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ექიმმა კოლეგა დაჭრა.