ზუგდიდში მანქანა ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს დაეჯახა. შეთხვევის შედეგად ქალი ადგილზევე დაიღუპა.

ამის შესახებ ნეტგაზეთს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი.