მომღერალი მამუკა ონაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ დაუდასტურა.
მამუკა ონაშვილი პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში ავარიაში მოხვედრის შემდეგ გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევა ნატახტართან 30 ივლისს მოხდა, რა დროსაც ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, სამი კი დაშავდა, მათ შორის მამუკა ონაშვილი. თუმცა მომღერლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.