ახალი ამბები

კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის გადაცემას ითხოვს

1 აგვისტო, 2022 • 1441
კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ის გადაცემას ითხოვს

რესპუბლიკელი სენატორი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის HIMARS-ების გადაცემას ითხოვს.

ამის შესახებ კინზინგერი Twitter-ზე წერს, სადაც აზიარებს უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ტვიტს HIMARS-ით რუსეთის იარაღის საწყობების აფეთქების შესახებ.

„რუსეთს საქართველოს 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი იცავს უკრაინას. როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც რუსეთი დამცირდება უკრაინაში, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS საქართველოს!“ — წერს კინზინგერი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 8 ერთეული HIMARS გადასცა უკრაინას.

მრავალფუნქციური მოდულური სარაკეტო სისტემა HIMARS-ს შეუძლია, გამოიყენოს რამდენიმე ტიპის სხვადასხვა რაკეტა, ძირითადად, 227 მმ-იანი M26 ტიპის უმართავი რაკეტები ან M30/31 GMLRS სერიის მართვადი კორექტირებადი რაკეტები, რომლებსაც შეუძლია სამიზნეებს მისწვდეს 70-80-120 კმ-ზე, ხოლო უახლოეს მოდიფიკაციებში, გაზრდილი მანძილის GMLRS რაკეტებით — 150 კმ მანძილზე. ისინი დღესდღეობით საარტილერიო სისტემებში ყველაზე მაღალტექნოლოგიურ საშუალებად ითვლება. ასევე, ამ სისტემებს შეუძლიათ გაუშვან ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც 300 კილომეტრამდე რადიუსში მოქმედებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი