იაფი ავიაკომპანია Wizzair, რომელიც ფრენებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ახორციელებს, ოქტომბერში თბილისიდან იფრენს.
ამის შესახებ თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანიის, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ BM.GE-ის ეთერში ისაუბრა.
მიზეზი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტია.
დაგეგმილი რეაბილიტაციის ფარგლებში შეიცვლება ქუთაისის აეროპორტის ასაფრენ-დასფრენი ზოლი.
სარემონტო სამუშაოები 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.