“ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრების მხრიდან ევროკავშირის ელჩის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს და აცხადებს, რომ მიუღებელია ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმა. ამის შესახებ ხაზაარაძემ განცხადება ტვიტერზე გაავრცელა.
“პრორუსული მთავრობა აგრძელებს ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებზე და ევროპულ ინსტიტუტებზე თავდასხმებს, რაც სრულიად მიუღებელია! მმართველი პარტიის მოლაპარაკე თავების მხრიდან მსგავსი განცხადებები ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებრივი ქმედებაა.
ჩემი სრული მხარდაჭერა კარლ ჰარცელს, შესანიშნავ ელჩს და საქართველოს გულითად მეგობარს. ჩვენ, ყველას კარგად გვახსოვს მისი დიდი შრომა, გაღრმავებულიყო კავშირები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.
“მიშელის დოკუმენტი”, 8 მარტის შეთანხმება, მილიონობით ევრო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დასახმარებლად – ელჩი ჰარცელის პოზიტიური წვლილი საქართველოს უახლეს პოლიტიკურ/ეკონომიკურ პროცესებში შეუფასებელია. დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” თავხედური გამოხტომები ვერ შეცვლის ევროპელი პოლიტიკოსების დამოკიდებულებას და ევროპის პოლიტიკას საქართველოსთან და ქართველ ხალხთან მიმართებაში”, – აცხადებს ხაზარაძე.
Georgia’s pro-Russian government continues attacks on EU institutions and ambassadors. Totally unacceptable! Full support to Amb. Hartzell, a dear friend of Georgia. His great work and commitment to support our democracy and deepen ties between ?? and ?? are highly appreciated.
— Mamuka Khazaradze (@M_Khazaradze) July 20, 2022
მას შემდეგ, რაც საქართველოში ევროკავშირის მოქმედ ელჩ კარლ ჰარცელს თავისი ვადა ამოეწურა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მისი კრიტიკა დაიწყეს. პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ჰარცელი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებში მხოლოდ უარყოფით როლს ასრულებდა.
კობახიძის განცხადების შემდეგ ჰარცელი გააკრიტიკა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემაც. მან საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის არმინიჭების ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ ჰარცელი დაასახელა და თქვა, რომ ელჩს შეეძლო უკეთ ემუშავა იმისთვის, რომ საქართველოს წევრობის კანდიდატის სტატუსი მიეღო.