თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი აცხადებს, რომ დეოლიგარქიზაცია როგორც სისტემური საკითხი, ისე უნდა განიხილებოდეს.
როგორც ის ამბობს, ევროკავშირის რეკომენდაციები ძალიან მკაფიოა და მათი შესრულების პროცესში ყველა ინსტიტუტს თავისი როლი აქვს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ეს იყოს ინკლუზიური და კარგად კოორდინირებული პროცესი.
როგორც სვენ მიქსერი აღნიშნავს, მათ შორის თავად დეპოლარიზაციაც თავის მხრივ ინკლუზიორობას გულისხმობს.
“დეოლიგარქიზაცია უნდა განიხილებოდეს როგორც სისტემური საკითხი. ეს ასევე მოიცავს ინკლუზიურობას. მაგალითად, მნიშვნელოვან პოზიციებზე მნიშვნელოვანი დანიშვნები უნდა ხორციელდებოდეს გამჭვირვალედ და არავის, არც რომელიმე ინსტიტუციას ან პოლიტიკურ პარტიას, არ ჰქონდეს პროცესის მონოპოლიზების საშუალება. ვფიქრობ, ეს არის სისტემური საკითხი”, – განაცა სვენ მიქსერმა.
დღეს, 20 ივლისს, საქართველოს ეწვია ევროპარლამენტართა დელეგაცია, რომელიც პრეზიდენტის გარდა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის წევრებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.