ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოში დაშალეს აქცია, სადაც სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვდნენ

20 ივლისი, 2022 • 2483
ბაქოში დაშალეს აქცია, სადაც სახმელეთო საზღვრების გახსნას ითხოვდნენ

გამოცემა “კავკაზსკი უზელის” ცნობით, დღეს, 20 ივლისს ბაქოში, აზერბაიჯანის სახმელეთო საზღვრების მოთხოვნით მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გამართულ აქციაზე 20-მდე მოქალაქე დააკავეს.

აზერბაიჯანის სახმელეთო  საზღვარი ორ წელზე მეტია დაკეტილია. თუ პირველი წელიწადნახევარი მოქალაქეებისთვის კორონავირუსით გამართლებული დროებითი უხერხულობა იყო, დღეს ჩაკეტილი საზღვარი მოქალაქეებისთვის უკიდურესად აბსურდულად და უსამართლოდ გამოიყურება.

პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმებულია, თითქმის დავიწყებულია კოვიდ-პასპორტებიც. ქვეყანაში ერთმანეთის მიყოლებით ტარდება მსხვილი ღონისძიებები, იგეგმება ფორმულა- 1- ის რბოლის ეტაპის ჩატარებაც. ამ ფონზე კი, მხოლოდ “სახმელეთო კარია” ჩაკეტილი, რაც ახალი ინტერპრეტაციების საფუძველს იძლევა. მათგან ყველაზე ბანალური ვერსიაა ის, რომ ხელისუფლება ინერციით ცდილობს სიტუაციის კონტროლს, რისი გაკეთებაც ბევრად მარტივია, როდესაც ყველა მოქალაქე გადაადგილდება ერთი აეროპორტის გავლით და არა მრავალი საკონტროლო გამშვები პუნქტით.

საქმე ის არის, რომ ბაქოს მერიამ აქციის ჩატარებაზე წინასწარ არ გასცა ნებართვა, რადგან აღნიშნულ საკითხზე პროტესტი “მიზანშეწონილად არ მიიჩნია”, შესაბამისად, როგორც წესი, აზერბაიჯანში ყველა “არასანქცირებულ” აქციას პოლიცია შლის.

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ჩაკეტილი საზღვრების გამო ვერ გაჰყავთ ახლობლები სამკურნალოდ საზღვარგარეთ, რადგან ავიაბილეთები ძვირი ღირს.

გამოცემის ცნობით, პოლიციამ დააკავა ყველა, ვინც აქციის დროს მედიას ინტერვიუ მისცა. ამასთან, როგორც “კავკაზსკი უზელი” წერს, გამოცემა შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ დაკავებულები არ ჰყავთ, მოქალაქეები “უბრალოდ ჩამოაცილეს ტერიტორიას”.

“აბსურდული რეგულაცია” – რატომ არ ხსნის აზერბაიჯანი სახმელეთო საზღვრებს ორი წელი

მასალების გადაბეჭდვის წესი