ახალი ამბები

კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ ანაზღაურდება – სამინისტრო

19 ივლისი, 2022 • 979
კორონავირუსის არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არ ანაზღაურდება – სამინისტრო

კორონავირუსზე არამიზნობრივი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების ხარჯებi არ ანაზღაურდება. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს, 19 ივლისს გაავრცელა.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილოს, თენგიზ გენძეხიძის განცხადებით, სააგენტო ყოველდღიურად აწარმოებს კორონავირუსის ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების მონიტორინგს.

“მონიტორინგის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ჰოსპიტალიზაციის საკითხს. არსებული რეალობიდან გამომდინარე, შეფასდება ჰოსპიტალიზაციის ობიექტურობა და მონიტორინგის შედეგები აისახება ანაზღაურების პროცესზე.

ის შემთხვევები, რომლებიც არ ექვემდებარებოდა ჰოსპიტალიზაციას, ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში არ ანაზღაურდება”, – განაცხადა გენძეხაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი