ახალი ამბები

ორი დღეა მივლინებაში ვარ, [ივანიშვილზე] ვკრეფ პოსტს და ვშლი – ოდიშარია

16 ივლისი, 2022 • 1522
ორი დღეა მივლინებაში ვარ, [ივანიშვილზე] ვკრეფ პოსტს და ვშლი – ოდიშარია

მმართველი პარტიის წევრი, დეპუტატი ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით წერილის დაწერა თავადაც სურდა. ამის შესახებ მან „ტვ პირველთან“ განაცხადა.

მისი თქმით, ის მივლინებაში იმყოფებოდა და ტექტის დაწერა რამდენჯერმე სცადა.

პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს, მათ შორის, საკუთარ და   გუნდის მიღწევებზე, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა ბიძინა ივანიშვილმა. რატომ წერილი? – ორი დღეა მივლინებაში ვარ, დიდად არ ვად ამაში დახელოვნებული, მაგრამ ვკრეფ პოსტს და ვშლი. გაინტერესებთ რამ მაიძულა? – ვიღაცას ყოველთვის აძლევს რაღაც მოტივაციას, თორემ საქმიან ადამიანებს, არავის არ ეხალისება ვრცელი წერილების წერა“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, მასაც ბიძინა ივანიშვილზე უნდოდა თუ არა დაგეწერა, ოდიშარია პასუხობს:

„კი ბატონო, არ მოგატყუებთ. რამდენიმე კოლეგას გადავახედე და ნამეტანი ეპისტოლარული გამომივიდა და მითხრეს, გერჩივნოს, რომ ჩამოხვალ მერე [დაწეროო]“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.


ბიძინა ივანიშვილთან და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით  ვრცელი წერილი 12 ივლისს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაავრცელა. წერილში ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი არც ოპერატიულ და არც საკვანძო გადაწყვეტილებებს პოლიტიკიდან გასული ყოფილი ლიდერის კარნახით არ იღებს და როდესაც შიდა თუ გარე პოლიტიკური ოპონენტები დეოლიგარქიზაციაზე საუბრობენ, ეს მისთვის, როგორც პრემიერისთვის, განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია.

ღარიბაშვილის შემდეგ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით განცხადება მმართველი პარტიის  სხვა წევრებმაც გაავრცელეს,  მათ შორის ნინო წილოსანმა და მამუკა მდინარაძემაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი