ახალი ამბები

13 დღეში რუსეთის 18 700-მდე მოქალაქემ 23 300-მდე უძრავი ქონება დაირეგისტრირა – SJC

15 ივლისი, 2022 •
13 დღეში რუსეთის 18 700-მდე მოქალაქემ 23 300-მდე უძრავი ქონება დაირეგისტრირა – SJC

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით, საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა რუსეთის, უკრაინისა და ბელორუსის მოქალაქეების მხრიდან უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნა.

მათგან ყველაზე მეტი უძრავი ქონება, ორგანიზაციის განცხადებით, 23 945 ნივთზე, რუსეთის მოქალაქეებმა დაარეგისტრირეს.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თქმით, ასევე, დარეგისტრირდა უკრაინის 3 350 მოქალაქის საკუთრების უფლება 4 423 უძრავ ნივთზე, ბელარუსის რესპუბლიკის 538 მოქალაქის საკუთრების უფლება – 603 უძრავ ნივთზე.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ აღნიშნული საჯარო ინფორმაცია 3 თვის დაგვიანებით მიაწოდა საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და ისიც- ხარვეზით, მხოლოდ წერილის გაგზავნის თარიღის დრომდე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი