ახალი ამბები

ალკოჰოლი 40 წლამდე საზიანოა, შემდეგ მცირე დოზით შეიძლება სასარგებლოც იყოს – კვლევა

15 ივლისი, 2022 • 781
ალკოჰოლი 40 წლამდე საზიანოა, შემდეგ მცირე დოზით შეიძლება სასარგებლოც იყოს – კვლევა

სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარება მნიშვნელოვნად ზრდის ჯანმრთელობის რისკებს ახალგაზრდა ადამიანებისთვის, თუმცა 40 წელს გადაცილებულებისთვის, შესაძლოა, მცირე რაოდენობით მიღება სასარგებლოც იყოს.

კვლევის თაობაზე ინფორმაციას TheGuardian ავრცელებს.

კვლევის თანახმად, 40 წელს ზემოთ პირებისთვის, რომელთაც არ აქვთ რაიმე სახის დაავადება, ალკოჰოლის მცირე დოზით მოხმარებამ, როგორიც შეიძლება იყოს ერთი ჭიქა წითელი ღვინო, შესაძლოა გულის დაავადებებისა და დიაბეტის განვითარების შანსი შეამციროს. თუმცა 40 წლამდე ასაკის პირებისთვის ალკოჰოლის მიღება არანაირი დოზით არაა სასარგებლო.

„ჩვენ გზავნილი ნათელია. ახალგაზრდებმა არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი, მაგრამ უფრო ასაკოვნებისთვის, შესაძლოა, მცირე დოზით მომხმარება სასარგებლოც კი იყოს“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, ემანუელა გაკიდუმ.

კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის ადამიანზე ზემოქმედება განსხვავდება ასაკის, გეოგრაფიული არეალის, სქესისა და სხვა პირობების შესაბამისად.

მასალების გადაბეჭდვის წესი