ახალი ამბები

ალკოჰოლის ნებისმიერი ოდენობით მიღება საზიანოა – კვლევა

5 აპრილი, 2019 • 2512
ალკოჰოლის ნებისმიერი ოდენობით მიღება საზიანოა – კვლევა

მაღალი წნევა და გულის შეტევის რისკი უფრო მაღალია იმ ადამიანებში, ვინც ალკოჰოლს ნებიმიერი ოდენობით იღებს – წერს Reuters  ახალ კვლევაზე დაყრდნობით.

მკვლევრები ამბობენ, რომ ახალი ნაშრომით მათ გაფანტეს მითი, რომლის მიხედვითაც, მცირე დოზით ან დღეში ერთი ჭიქა ალკოჰოლის მიღება ჯანმრთელობსითვის სასარგებლოა. კვლევაზე ოქსფორდისა და პეკინის უნივერსიტეტის მეცნიერები ერთობლივად მუშაობდნენ.

კვლევის მიხედვით, რომელშიც 160 000 ზრდასრული ადამიანი მონაწილეობდა, დადგინდა, რომ პირებში, რომლებიც შედარებით ცოტას სვამენ, ანუ საშუალოდ დღეში 10-დან 20 გრამამდე ალკოჰოლს იღებენ – გულის შეტევის რისკი 10-დან 15%-მდე მატულობს.

რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვინც დღეში 4 ან მეტ ჭიქა ალკოჰოლს იღებს, მათ შემთხვევაში რისკი 35%-მდე იზრდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, დედამიწაზე დაახლოებით 2.3 მილიარდ აღრიცხული ადამიანია, რომელიც ალკოჰოლს იღებს. საშუალოდ, ერთ ადამიანზე ყოველდღიურად 33 გრამი ალკოჰოლი მოდის, რაც დაახლოებით ერთ ჭიქა ღვინოს ან ერთ 750-მლ-იანი ლუდის ბოთლის ეკვივალენტია.

მასალების გადაბეჭდვის წესი