ახალი ამბები

უაქციზო ვისკის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვავლინეთ – საგამოძიებო სამსახური

2 მარტი, 2019 •
უაქციზო ვისკის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვავლინეთ – საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად კახეთის რეგიონში, დანაშაულში მხილებული პირის სატრანსპორტო საშუალებიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების  58 ბოთლი უაქციზო ალკოჰოლური სასმელი – ვისკი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 3 400 ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი