ახალი ამბები

შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებს 20, 17 და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

14 ივლისი, 2022 •
შატალოვას მკვლელობაში ბრალდებულებს 20, 17 და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ახალგაზრდა ქალის, ანასტასია შატალოვას მკვლელობაში ბრალდებული სამივე პირი დამნაშავედ ცნო და მათ 20, 17 და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მოსამართლე ზვიად შარაძემ ბრალდებულ ბექა ლატარიას მიუსაჯა 20-წლიანი პატიმრობა, ბიძინა ხასიას – 17-წლიანი პატიმრობა, ლევან რაჯავის კი – 4-წლიანი პატიმრობა.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ბექა ლატარიამ მოსამართლეს აგინა და დაუყვირა, „შენც მოგკლავდი“, რის შემდეგაც მსჯავრდებული დარბაზიდან გაიყვანეს.

განაჩენის გამოცხადებას ხმაურით შეხვდნენ ბრალდებულების ოჯახის წევრებიც.

ანასტასია შატალოვა, რომელიც 3 წლის შვილთან ერთად ცხოვრობდა თბილისში, 2021 წლის 18 სექტემბერს ჩასაფრებით მოკლეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი