ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბჟანია: მზად ვართ, რუსეთმა აფხაზეთის პორტები იმპორტისთვის გამოიყენოს

13 ივლისი, 2022 • 1707
ბჟანია: მზად ვართ, რუსეთმა აფხაზეთის პორტები იმპორტისთვის გამოიყენოს

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბაშკირეთში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ სანქციების პირობებში, რუსეთს შეუძლია აფხაზეთის პორტებით განახორციელოს საქონლის იმპორტი.

“მას შემდეგ, რაც სახელმწიფოების მნიშვნელოვანმა რაოდენობამ რუსეთის მიმართ სანქციები გამოაცხადა, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენი ტერიტორია და ჩვენი სატრანზიტო შესაძლებლობები გამოყენებული იყოს პარალელური იმპორტისთვის. ჩვენ ორი პორტი გვაქვს სხვა სახელმწიფოებთან გასასვლელად”.

მისი თქმით, აფხაზეთს სანქციების არ ეშინია.

“იცით, რომ აფხაზეთი რამდენიმე სახელმწიფომ აღიარა,  ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ რუსეთმა გვაღიარა. სანქციების არ გვეშინია, ისინი ჩვენ მიმართ არასოდეს გაუქმებულა. პირიქით, ეს სირთულეები გვაახლოებს კიდეც”, – განაცხადა ბჟანიამ.

24 თებერვალს რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ აშშ-მა, ევროკავშირის ქვეყნებმა, დიდმა ბრიტანეთმა და რიგმა სხვა სახელმწიფოებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, რომელიც კვლავ ძალაშია. სანქციები, მათ შორის, შეეხო იმპორტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი