ახალი ამბები

ევროპარლამენტარი კობახიძის გამონათქვამებს „პოლიტიკურ პროვოკაციას“ უწოდებს

7 ივლისი, 2022 • 1327
ევროპარლამენტარი კობახიძის გამონათქვამებს „პოლიტიკურ პროვოკაციას“ უწოდებს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი (Renew Europe) პოლიტიკურ პროვოკაციას უწოდებს ირაკლი კობახიძის განცხადებებს საქართველოს ომში ჩათრევაზე და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, შეწყვიტოს დეზინფორმაციის გავრცელება.

„საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია“, — წერს აუსტრევიჩიუსი Twitter-ზე.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, თითქოს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ უარს ამბობს მეორე ფრონტის გახსნაზე და ამიტომ ვერ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი უკრაინისა და მოლდოვისგან განსხვავებით.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობაში თავდაპირველად ადანაშაულებდნენ ოპოზიციას და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, შემდეგ კი ევროკავშირის მიერ კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებაც ომში ჩართვაზე უარს დაუკავშირეს.

„არ ვიომეთ და კანდიდატობა არ მოგვცეს, სირცხვილია, რომ იომებ და MAP-ს არ გაღირსებენ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამ თემაზე:

“ომში გვითრევენ…” – „ოცნების“ პროპაგანდის „2 მიზანი“

მასალების გადაბეჭდვის წესი