ახალი ამბები

გაღიზიანებული არიან, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები – ქადაგიშვილი უკრაინაზე

7 ივლისი, 2022 • 994
გაღიზიანებული არიან, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები – ქადაგიშვილი უკრაინაზე

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატ ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოზე გაღიზიანებული არიან, რადგან ქართველი ქალები და ბავშვები არ იხოცებიან.

ამის შესახებ მან  ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის კოორდინატორის, მაიკ მაკფოლის განცხადებაზე კომენტირებისას.

მაკფოლის  თქმით, იწყება მსჯელობა, რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნების, კერძოდ, საქართველოს და ბელარუსის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

როგორც ქადაგიშვილი ამბობს, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი საქართველო დააზიანონ.

„დააკონკრეტა მაკფოლმა, ვინ იგულისხმა? მე მაიკლ მაფოლის აზრების წამკითხველი არ ვარ. ერთი რამ დავინახოთ, ეს პიროვნება არის უკრაინის [პრეზიდენტის ოფისთან არსებული რუსეთის სანქციების ჯგუფის] კოორდინატორი. ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკრაინას ეს პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებით უკვე 4 თვეა აქვს და  ამ პოლიტიკას აგრძელებენ, ეს არის, მეტი კი არაფერი სიახლეა.

4 თვეა მათგან გვესმის, რომ გაღიზიანებული არიან საქართველოზე, რადგან არ იხოცებიან ქართველი ქალები და ბავშვები, როგორც უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა მოგვახსენა და რომ არ არის ქართული ტანკები დღეს ცხინვალში და რუსეთთან არ ვართ ომში. ამ გაღიზიანებას ეგენი არ მალავენ, ნებისმიერ სიას შეადგენენ, ოღონდ კი საქართველო დააზიანონ. და ახლა რა ვქნათ, ქართველები ვიყოთ ქართველების მხარეს თუ არესტოვიჩის მხარეს?! ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! ერთი ფაქტი თქვან და მორჩნენ ქვეყნის დაბულინგებას“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

სანქციებისთვის საქართველოდან და ბელარუსიდან ადამიანების განხილვას ვიწყებთ — მაკფოლი

მასალების გადაბეჭდვის წესი