ახალი ამბები

დეკანოიძემ მის მიმართ, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის გამო პროკურატურას სარჩელით მიმართა

5 ივლისი, 2022 • 488
დეკანოიძემ მის მიმართ, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალის გამო პროკურატურას სარჩელით მიმართა

“ნაციონალური მოძრაობის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ მის მიმართ, სავარაუდოდ, უკანონო თვალთვალთან დაკავშირებით პროკურატურას სარჩელით მიმართა.

როგორც დეკანოიძე ამბობს, თვალთვალი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრისას დააფიქსირა.

“ჩვენ შევამჩნიეთ, როგორ ხორციელდებოდა ღია, აშკარა, ფარული თვალთვალი პარლამენტის წევრის, ანუ ჩემ მიმართ. მე ეს გადამოწმებული ინფორმაცია გავუგზავნე ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას და საელჩოებს, მაშინაც საზოგადოებას ვაცნობე, რომ აუცილებლად გვექნებოდა რეაგირება ფარულ თვალთვალზე, რომელიც ღიად და დაუფარავად ხორციელდებოდა. რეალურად, ეს ოლიგარქიული რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოვლინებაა”, – განაცხადა დეკანოიძემ.

როგორც დეკანოიძის ადვოკატი, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი ამბობს, კანონმდებლობით, ისეთ ოპერატიული ღონისძიებებს, როგორიც ინდივიდუალური ღონისძიების სახით წარმოადგენს ფარულ საგამოძიებო მოქმედებას და კონტრდაზვერითი საქმიანობით გათვალისწინებულ ოპერატიულ მოქმედებას, სასამართლოს ნებართვა სჭირდება.

მისივე თქმით, ამ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს და პროკურატურის გარდა, უკანონო ფარული თვალთვალის გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაყენება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის მანდატსაც წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი