ახალი ამბები

ლარი ევროსთან თითქმის 5 თეთრით გამყარდა

5 ივლისი, 2022 • 637
ლარი ევროსთან თითქმის 5 თეთრით გამყარდა

5 ივლისის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ 6 ივლისს იმოქმედებს, ლარი ევროსთან თითქმის ხუთი თეთრით გამყარდა. შესაბამისად, 1 ევროს ღირებულებამ ოფიციალური კურსით 2.9574 ლარი შეადგინა, რაც წინა დღის კურსზე 0.0488 ლარით ნაკლებია.

რაც შეეხება დოლარს, 5 ივლისის ოფიციალური კურსით ლარი მცირედით აშშ დოლართანაც გამყარდა. ცვლილებამ წინა დღის ოფიციალურ კურსთან 0.0052 ლარი შეადგინა. შესაბამისად, 6 ივლისს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8710 ლარი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი