ახალი ამბები

ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა 

5 ივლისი, 2022 • 600
ფშაველი–აბანო–ომალოს გზის მონაკვეთებზე გადაადგილების სპეციალური რეჟიმები დაწესდა 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის 61-ე კილომეტრზე, გზის სავალ ნაწილზე  მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც აბანო-ომალოს გზის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მათივე ინფორმაციით, ამავე საავტომობილო გზის ლეჩური-აბანო მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ხოლი ფშაველი-ლეჩურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

მასალების გადაბეჭდვის წესი