ახალი ამბები

რუსეთმა სლავიანსკი დაბომბა, მსხვერპლი დიდია – ქალაქის ადმინისტრაცია

3 ივლისი, 2022 • 1040
რუსეთმა სლავიანსკი დაბომბა, მსხვერპლი დიდია – ქალაქის ადმინისტრაცია

სლავიანსკის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, რუსეთმა ქალაქზე იერიში მიიტანა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. მისივე ინფორმაციით, ქალაქში ხანძრის სულ მცირე 15 კერა გაჩნდა.

სლავიანსკი აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქში მდებარეობს.

უკრაინული გამოცემა UNIAN ოფიციალურ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ დაიღუპა როგორც მინიმუმ 6 ადამიანი, დაშავდა – 15.

„სლავიანსი მასობრივად დაბომბეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის მეშვეობით. ეს იყო ბოლო პერიოდის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა. ბევრია დაღუპული და დაჭრილი. მხნეობას არ ვკარგავთ, ერთად ვართ,“ – აცხადებს ლიახი.

გარეკანი ფოტო: UNIAN


წუხელ ღამით რუსეთში, უკრაინის საზღვართან არსებულ ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები მოხდა, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. დაზიანებულია 40-მდე შენობა, 5 კი სრულად განადგურებული.

რუსული მხარე აფეთქებებში უკრაინას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საპასუხო ზომებს მიიღებს.

რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში აფეთქებები მოხდა, ოფიციალური ცნობით არის მსხვერპლი

მასალების გადაბეჭდვის წესი