ახალი ამბებისამართალი

ქუთაისში ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა

1 ივლისი, 2022 • 4488
ქუთაისში ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა

ქუთაისში ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა ქმარმა მოკლა. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზეა დაკავებული.

რ2-ის ცნობით, მეზობლებმა სახლში ყვირილის ხმა გაიგონეს, მივიდნენ, მაგრამ ბინის კარი ჩაკეტილი დახვდათ, სავარაუდო მკვლელი ბინაში იყო და მას კარი გარედან დაუკეტეს, შემდეგ კი ადგილზე პოლიცია გამოიძახეს.

გამოძება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი