ახალი ამბები

Wizz Air-ის მე-2 ხომალდი ქუთაისში და რეისები პარიზი-ტალინის მიმართულებით

30 ივნისი, 2022 • 630
Wizz Air-ის მე-2 ხომალდი ქუთაისში და რეისები პარიზი-ტალინის მიმართულებით

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იუწყება, რომ პირველი აგვისტოდან კომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტში მეორე „ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და განაახლებს პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულებას პარიზისა და ტალინის მიმართულებით“.

„ტალინის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები 1 აგვისტოდან კვირაში 2 სიხშირით, ხოლო პარიზის მიმართულებით – 4 აგვისტოდან კვირაში ერთი სიხშირით შესრულდება“, – აცხადებს აეროპორტი.

აეროპორტის განცხადებითვე, ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი