ახალი ამბები

ნაძალადევში 4500 აბონენტს გაზი 12 საათით გაეთიშება

30 ივნისი, 2022 • 391
ნაძალადევში 4500 აბონენტს გაზი 12 საათით გაეთიშება

დღეს, 30 ივნისს, 22 საათიდან, თბილისში, ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ 4500 აბონენტს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება. გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება 1 ივლისს, დილის 10 საათზე და გაგრძელდება 20 საათამდე.

„თბილისი ენერჯის“ ინფორმაცით, ბუნებრივი აირის შეწყვეტის მიზეზი გაზსადენზე დაგეგმილი სამუშაოებია.

ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება შემდეგ მისამართებზე არსებულ აბონენტებს:

გაზსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 4500- მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება
    • ცოტნე დადიანის ქ. 34-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, ცოტნე დადიანის ქ. 106/კავთისხევის  ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 118, 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 207, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსი”-ს, შპს ,,მოდერნ დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კონსოლი”-ს, შპს ,,ჯოიფული”-ს, შპს ,,თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო”-ს, შპს ,,ლივინი”-ს საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281;
    • ზესტაფონის ქ. 1, 3.
    • ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი  #8
    • ე. მანჯგალაძის ქ.
    • 81/ხევსურეთის  ქ. 17
    • გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1
    • ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს ,,სამშენებლო კომპანიის”, შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსები)
    • ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსები
    • კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის ქუჩები
    • ც. დადიანის  ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109
    • დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს „პირველი სამედიცინო ცენტრი“, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს ,,ხვასტაგი”, 160-ე საჯარო სკოლა,  ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს ,,ნიკორა”, შპს ,,ოაზისი”,   შპს ,,არბო 2009” და სხვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი