ახალი ამბები

შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ – აშშ-ის საელჩო

29 ივნისი, 2022 • 494
შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ – აშშ-ის საელჩო

აშშ-ის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და ლგბტქი+ საზოგადოებას მიმართავს.

საელჩო განცხადებაში კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვიარ თემს.

„ამ თვეში ჩვენ შევახსენებთ ლგბტქი+ საზოგადოებას, რომ ისინი უყვართ და მათ აფასებენ. შეერთებული შტატები გიღებთ ისეთებს, როგორიც ხართ – ღირსების, პატივისცემისა და მხარდაჭერის ღირსი. დღეს და ყოველდღე შეერთებული შტატები დგას მსოფლიოში ლგბტქი+ ადამიანების გვერდით მათ მიმდინარე ბრძოლაში შეუწყნარებლობის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის წინააღმდეგ,“ – წერია განცხადებაში.


2021 წლის 5 ივლისის ჰომოფობიური და ძალადობრივი ჯგუფის მიერ მოქალაქეებზე ძალადობის შემდეგ, წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეული ქვიარ ფილმის ჩვენებით გაიხსნა.

ჩვენება კლუბ „ხიდში“ გაიმართა, რასაც ასევე ესწრებოდა დიპლომატიური კორპუსი, მათ შორის, აშშ-ის ელჩი საქართველოში – კელი დეგნანი.

წელს „თბილისი პრაიდის“ კვირეული 28 ივნისს დაიწყო და 2 ივლისს დასრულდება. ორგანიზატორების თქმით, წელს, კვირეულის ფარგლებში მოეწყობა კინოჩვენებები, დისკუსიები და ფესტივალი. საქართველოში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებისა და წლების განმავლობაში ულტრამემარჯვენე, ჰომოფობიური ჯგუფების აგრესიის გამო, „თბილისის პრაიდმა“ და მისმა წარმომადგენლებმა არაერთხელ მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს, რომ მათი უსაფრთხოების გარანტიები მისცენ.

შინაგან საქმეთა საპასუხოდ სამინისტრო აცხადებს, რომ მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო ფორმატში ჩატარება, მართლწესრიგის დაცვა და აგრეთვე, კვირეულის ფარგლებში, თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების დაცვა, რომელიც, მათი თქმით, კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი