ახალი ამბები

მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა

27 ივნისი, 2022 • 1344
მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა

27 ივნისს მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ უკრაინაში ჩავიდა.

პრეზიდენტი სანდუ ტვიტერზე წერს, რომ ეწვია ბოროდიანკას, ბუჩასა და ირპინს: „საუბრის უნარი წამართვა იმ სისასტიკემ და ნგრევამ, რაც ვნახეთ“.

„ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა და მთელი გულით ვუსურვებთ მამაც, თავდაუზოგავ უკრაინელ ხალხს მშვიდობას, თავისუფლებას, კეთილდღეობასა და ცხოვრებას, რასაც ისინი თავისით ირჩევენ“, – წერს მაია სანდუ.

მასალების გადაბეჭდვის წესი