ახალი ამბები

“სტრატეგია აღმაშენებელი” აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს უერთდება

25 ივნისი, 2022 •
“სტრატეგია აღმაშენებელი” აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს უერთდება

“სტრატეგია აღმაშნებელი” უერთდება გუშინ, 24 ივნისს გამართული აქციის “შინ ევროპისკენ” მოთხოვნებს პრემიერ-მინისტრის გადადგომისა და ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის შესახებ. ამის შესახებ განცხადება “სტრატეგია აღმაშენებელმა” დღეს, 25 ივნისს გაავრცელა.

პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის მოთხოვნა ქვეყნის ევროპული მომავალია, ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების გარეშე კი საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს:

“სწორედ ამიტომ გამოსავალია გადადგეს ღარიბაშვილი და შეიქმნას ეროვნული თანხმობის დროებითი მთავრობა, გარდამავალი მთავრობა, რომელიც იანვრამდე უზრუნველყოფს ყველა რეკომენდაციის შესრულებას.

ეხლა არ არის ძალაუფლებისთვის ბრძოლის დრო, ქართველი ერის დაკვეთა არის ერთიანობა კანდიდადის სტატუსის მიღებისთვის და რა თქმა უნდა, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ამ მოთხოვნას მხარს უჭერს” – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.


აქციის „შინ ევროპისკენ“ ორგანიზატორებმა გუშინ, 24 ივნისს, გამართულ მასშტაბურ აქციაზე წამოაყენეს მთავარი მოთხოვნა – ერთი კვირის ვადაში გადადგეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, „შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა, რომელიც შეასრულებს ევროკავშირის 12 მოთხოვნას, სანამ ზამთარი მოვა“.

„სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა თქვა, რომ 3 ივლისს საქართველოს ყველა რეგიონიდან დაიძვრება ხალხი და პარლამენტთან გაიმართება კიდევ ერთი აქცია.

„და დავრჩებით აქ და არ დავიშლებით, სანამ არ დაიშლება ოლიგარქია!“ — თქვა შოთა დიღმელაშვილმა.

დიღმელაშვილის თქმით, საქართველოს დეოლიგარქიზაცია ვერ მოხდება, თუ არ გადადგება მთავრობა. ასევე, დეოლიგარქიზაციის გარეშე საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი

მასალების გადაბეჭდვის წესი