ახალი ამბები

აქცია ენმ-ის და „სირცხვილიას“ ორგანიზებულია, ექნებათ რადიკალური განცხადებები – კობახიძე

24 ივნისი, 2022 • 731
აქცია ენმ-ის და „სირცხვილიას“ ორგანიზებულია, ექნებათ რადიკალური განცხადებები – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დღეს, 24 ივნისს, დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი „ნაციონალური მოძრაობაა“.

მისი თქმით, ელის, რომ დღევანდელ აქციაზე „რადიკალური განცხადებები“ იქნება წარმოთქმული, რითაც დაირღვევა ევროკომისიის ერთ-ერთი პირობა, პოლარიზაციის დასრულება.

„აქცია ვისი მხრიდან არის ორგანიზებული, ეს ჩვენ ვიცით. ეს არის „ნაცმოძრაობა“ და მისი ახალგაზრდული რადიკალური ფრთა, „სირცხვილია“. მათ, რა თქმა უნდა, ექნებათ რადიკალური პოლიტიკური განცხადებები დაყენებული, წარმოთქმული ამ აქციაზე. ეს, რა თქმა უნდა, მათი მცდელობა იქნება. ისინი არ ასრულებენ პირველივე პუნქტს იმ დოკუმენტში, რომელიც შეიმუშავა ევროპულმა კომისიამ. როგორც მოგეხსენებათ, მთავარი მოთხოვნა იყო დეპოლარიზაცია და ამ დროს ეს ადამიანები, „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტებით, ახალგაზრდული ფრთით, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პირიქით, პოლარიზაცია გააღვივონ. ეს არის ევროკავშირის პირველივე მოთხოვნის დარღვევა და მათი პასუხისმგებლობაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რეალურად, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დღეს, 24 ივნისს, 20 საათზე აქცია პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობების და არასამთავრობოების ორგანიზებით გაიმართება. როგორც აქციის ორგანიზატორებმა დააანონსეს, ისინი დღევანდელ აქციაზე ხელისუფლებას მოთხოვნებს წაუყენებენ.

„შინ ევროპისკენ“ — თბილისში დღეს, 20 საათზე, მორიგი აქცია იმართება

მასალების გადაბეჭდვის წესი