ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“უნიკალური შესაძლებლობაა, მივაღწიოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სომხეთთან”- ბაირამოვი

24 ივნისი, 2022 • 2477
“უნიკალური შესაძლებლობაა, მივაღწიოთ კეთილმეზობლურ ურთიერთობებს სომხეთთან”- ბაირამოვი

“აზერბაიჯანისა და სომხეთის დამოუკიდებლობის აღდგენიდან, სწორედ ახლა გაჩნდა რეალურად უნიკალური შესაძლებლობა, მივაღწიოთ ნორმალურ, კეთილმეზობლურ ურთიერთობებს”, – ამის შესახებ აზერბაიჯანულ გამოცემა Trend-თან განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა, ბაქოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს.

“რადგან აღმოფხვრილია ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც ოკუპაციის დროს არსებობდა. აზერბაიჯანი სწორედ აქედან გამომდინარე მოქმედებს. ომის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის ლიდერმა პირველად თქვა, რომ აზერბაიჯანი მზადაა გადაფურცლოს მტრობისა და შუღლის ფურცელი და მზადაა იმუშაოს ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო შეთანხმებაზე. თუკი ვინმე მსოფლიოში ან რეგიონში ფიქრობს, რომ მარტივი გადაწყვეტილება იყო ამის გაკეთება, ვურჩევ, ეწვიოს იმ ოკუპირებულ ტერიტორიებს, რა სურათიც იქ დაგვხვდა ჩვენ დაბრუნებისას”.

ბაირამოვმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა პირველმა გადადგა ნაბიჯი და სომხეთს გადასცა ფუნდამენტური პრინციპების ნუსხა, რომელიც სამშვიდობო შეთანხმებისთვის არის საჭირო. ასევე, მისი თქმით, სწორედ აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო პირველი, ვინც სომხეთთან კომუნიკაციების აღდგენაზე და ეკონომიკურ კავშირებზე დაიწყო საუბარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი