ახალი ამბები

ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ – ტვ პირველი

24 ივნისი, 2022 • 875
ჩვენს ოპერატორსა და ჟურნალისტს თავს დაესხნენ – ტვ პირველი

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მათ ჟურნალისტსა და ოპერატორს გადაღების დროს უცხო პირები თავს დაესხნენ.

„ტვ პირველის“ ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას თავს დაესხნენ უცნობი პირები, აგინეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ დოლიძის ქუჩაზე მოხდა“, – წერს ტელეკომპანია და ამბობს, რომ უცხო პირები ჟურნალისტს თავს მხოლოდ იმის გამო დაესხნენ, რომ  „ტვ პირველის“ მიკროფონი ეჭირა.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმას წინ უძღოდა მამუკა მდინარაძის შეურაცხყოფა, რომელიც დეპუტატმა “შაბათის ეთერის” ჟურნალისტს, ნანუკა ქაჯაიას დას, ნატა ქაჯაიას მიაყენა.

„ტვ პირველი“ ხაზს უსვამს, რომ კიდევ ერთი თავდასხმა მათ გადამღებ ჯგუფზე ერთი კვირის წინ ბათუმში მოხდა. 19 ივნისს ბათუმში TV პირველის ოპერატორს მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სცემეს.TV პირველის გადამღები ჯგუფი ღამის ეთერში სტუმრის ჩასართავად ემზადებოდა, როცა მათთან უცხო პირები მივიდნენ და გინება დაუწყეს. მოგვიანებით კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხს ველოდებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი