ახალი ამბები

„ამ ჯგუფს ადრე საქართველო ხელმძღვანელობდა, სირცხვილია, რაც ხდება“ – კოფი

24 ივნისი, 2022 • 839
„ამ ჯგუფს ადრე საქართველო ხელმძღვანელობდა, სირცხვილია, რაც ხდება“ – კოფი

The Heritage Foundation-ის მკვლევარი ლუკ კოფი ეხმაურება ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, საქართველოს კი — მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.

„ამ ჯგუფს ადრე საქართველო ხელმძღვანელობდა. სირცხვილია, რაც ხდება“, — წერს კოფი.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

გადაწყვეტილება: კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვას, საქართველოს — პერსპექტივა

მასალების გადაბეჭდვის წესი