ახალი ამბები

ღარიბაშვილი: მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის

24 ივნისი, 2022 • 689
ღარიბაშვილი: მართლაც ისტორიული დღეა საქართველოსთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელეს მას შემდეგ, რაც ევროკავშირის საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილება გახდა ცნობილი, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებენ, საქართველო კი, ევროპულ პერსპექტივას.

ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს, რომ ეს მართლაც ისტორიული დღეა და ამბობს, რომ მზადაა ყველა პრიორიტეტი განახორციელოს, რათა კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ მალე მოიპოვოს:

„ეს მართლაც ისტორიული დღეა. ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ მზად ვართ განვახროციელოთ ყველა პრიორიტეტი, რათა სტატუსი მალე მივიღოთ. ვულოცავ უკრაინასა და მოლდოვას, მადლობა“, – წერს ღარიბაშვილი.

ევროკავშირის საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინასა და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველოს შემთხვევაში კი მოხდება ევროპული პერსპექტივის აღიარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი