ახალი ამბები

პრემიერმა მიზანში მოარტყა და ბილდტი აიჭრა, რადგან კორუმპირებული კაცია – კობახიძე

23 ივნისი, 2022 • 619
პრემიერმა მიზანში მოარტყა და ბილდტი აიჭრა, რადგან კორუმპირებული კაცია  – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კარლ ბილდტი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია.

მისი თქმით, ბილდტი, რომელმაც ღარიბაშვილს „რელსებიდან გადასული“ უწოდა, „აიჭრა“.

„კარლ ბილდტი აიჭრა იმიტომ, რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა. ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც იყო „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლობისტი და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. „ნაცმოძრაობა“ როდესაც ამყარებდა აქ სისხლიან რეჟიმს და აუბედურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა „ნაცმოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს. ბილდტი არის ყოფილი პოლიტიკოსი, რომელიც არის ერთი ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი. რაც თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა და ეს მოხვდა მიზანში კარლ ბილდტს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.


შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს Twitter-ზე ეხმაურება.

“ეს ტიპი – საქართველოს პრემიერ მინისტრზე ვსაუბრობ – გამოუსწორებელია. პარლამენტში სიტყვით გამოსვლიასას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოსთვის მილიონების მოპარვაში ცხადყოფს, რომ ის რელსებიდან გადავიდა. ის არის ტრაგედია ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, – წერს ბილდტი.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ანგარიშით გამოსვლისას კარლ ბილდტი დაასახელა საქართველოს წინა ხელისუფლების მიერ ბიუჯეტიდან მოსყიდულ ლობისტებს შორის.

“კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით“, – მიმართა ღარიბაშვილმა ოპოზიციას.

სწორედ კარლ ბილდტია “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ერთ-ერთი ინიციატორი. ეს არის ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატი მის აღმოსავლეთ მეზობელ 6 ქვეყნასთან – საქართველოსთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, სომხეთთან და უკრაინასთან-  რომლის დეკლარირებული მიზანია პოლიტიკური კავშირისა და ეკონომიკური ინტეგრაციის განვითარება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის, თუმცა ეს არ არის ევროკავშირში გაწევრიანების ჩარჩო.

მასალების გადაბეჭდვის წესი