ახალი ამბები

ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა ზურაბიშვილის მიმართვას უპასუხეს

23 ივნისი, 2022 •
ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებმა ზურაბიშვილის მიმართვას უპასუხეს

ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები გამოეხმაურნენ სალომე ზურაბიშვილის მიმართვას, სადაც  საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ეგილს ლევიტსმა და გიტანას ნაუსედამ განაცხადეს, რომ ორივე ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას.

ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ გზაზე წარმატებისთვის საჭიროა, საქართველოში ევროპული ორიენტაცია იყოს ერთსულოვანი.

“ლატვია საქართველოს მუდმივი მხარდამჭერია მის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.

წარმატებისათვის საჭიროა, რომ ევროპული ორიენტაცია ერთსულოვანი იყოს. თქვენი ხელმძღვანელობით, სამომავლო პერსპექტივა დამაიმედებელია”, – წერს ეგილს ლევიტსიტვიტერზე.

 

“ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის მისწრაფებებს. ქალბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ საქართველოში ყველა საჭირო დემოკრატიული რეფორმის განხორციელებისადმი თქვენს ერთგულებას და თქვენს ქვეყანას ამ გზაზე დარჩენას ვუსურვებ”, – წერს გიტანას ნაუსედა.

კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტმა ევროკავშირის 27 ლიდერს მიმართა, მათ შორის ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი