ახალი ამბები

ახალი შეფასებით, ივანიშვილმა Credit Suisse-ში $607 მლნ დაკარგა – Bloomberg

22 ივნისი, 2022 • 1393
ახალი შეფასებით, ივანიშვილმა Credit Suisse-ში $607 მლნ დაკარგა – Bloomberg

მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს უჩივის მისი ერთ-ერთი ყოფილი ბანკირის თაღლითობის სქემის გამო, ზარალის ახალი შეფასებით დაახლოებით 607 მილიონი დოლარი დაკარგა, რაც თითქმის 10%-ით აღემატება სასამართლოს მარტის გადაწყვეტილებაში ასახულ რაოდენობას.

ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი თანხა დასახელდა სამშაბათს, ბერმუდის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნარინდერ ჰარგუნის მიერ გამართულ მოსმენაზე, მას შემდეგ, რაც მან მარტში ორივე მხარის სასამართლო ბუღალტერებს დაავალა ივანიშვილის ზარალის უფრო ზუსტი შეფასება. სამი თვის წინ ეს ზარალი 553 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

ამავე დროს მოსამართლემ გააკრიტიკა Credit Suisse Life და თქვა, რომ ბანკის სიცოცხლის დაზღვევის განყოფილებამ „თვალი დახუჭა“ თაღლითის, პატრის ლესკოდრონის დანაშაულზე.

Credit Suisse Life-ის (ბერმუდის) ადვოკატმა ჯონათან ქროუმ თქვა, რომ არ ეწინააღმდეგებოდა ჰარგუნის გადაწყვეტილებას და აღიარებდა 607 მილიონი დოლარის შესწორებულ მაჩვენებელს.

„ჩვენ ვიდავეთ და დავმარცხდით. არ ვცდილობთ პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას, მაგრამ კომპენსაცია უნდა დაკმაყოფილდეს მხოლოდ ცალკეული ანგარიშების აქტივებიდან“, — თქვა მან.

CS Life Bermuda-მ განაჩენი უკვე გაასაჩივრა.

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა მიმდინარე წლის მარტში Credit Suisse-ს ბერმუდის სასამართლოში მიმდინარე მრავალწლიანი დავა მოუგო.

ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკს პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს და მეორედ უჩივის მისი ოპერაციების შეფერხებისთვის.

ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავა მოიგო – FT

ივანიშვილი Credit Suisse-ს მეორედ უჩივის და პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს

მასალების გადაბეჭდვის წესი