ახალი ამბები

გონჩარენკო ევროკავშირს: მიანიჭეთ სტატუსი საქართველოსაც

21 ივნისი, 2022 • 5043
გონჩარენკო ევროკავშირს: მიანიჭეთ სტატუსი საქართველოსაც

უკრაინის რადის დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

უკრაინელმა დეპუტატმა ევროკავშირს მოუწოდ,ა კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭონ და არ დაუშვან, რომ ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის ტყვეობაში დარჩეს. გონჩარენკომ მიმართა NATO-ს წევრ სახელმწფოებსაც და მოუწოდა, უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) გადასცენ:

„კვირის ბოლოს ევროკავშირის სამიტი გაიმართება. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატს. დიახ, საქართველოს ახლა პრობლემები აქვს, მაგრამ გთხოვთ, ნუ მისცემთ უფლებას, ქართველი ხალხი ერთი ოლიგარქის მძევალი იყოს.

მაშასადამე, ძვირფასო ძმებო, უნდა დაგიჭიროთ მხარი და ვთქვათ, რომ ქართველი ხალხი ევროპაში უნდა იყოს. მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც. შემდეგ, მომდევნო კვირაში, NATO-ს სამიტი გაიმართება. მინდა მივმართო თურქეთს, გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი ფინეთს და შვედეთს. მივმართავ NATO-ს წევრ სახელმწიფოებს, გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას და საქართველოს და მოგვეცით გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“, – აცხადებს რადის დეპუტატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი