ახალი ამბები

არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია – კობახიძე სამგორის გამგებელზე

21 ივნისი, 2022 • 674
არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია გამოხატოს საკუთარი პოზიცია – კობახიძე სამგორის გამგებელზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ არასამსახურეობრივ პერიოდში საკუთარი პოზიცია ყველას შეუძლია გამოხატოს.

ასე უპასუხა მან კითხვას სამგორის რაიონის გამგებელის, კახა სამხარაძის მიერ 20 ივნისს თბილისში გამართული აქციის, „შინ, ევროპისკენ“ მონაწილეების გინებაზე.

კობახიძის თქმით, სამგორის გამგებლის განცხადება არ უნახავს, თუმცა ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებაა.

„არასამსახურეობრივ პერიოდში ყველას შეუძლია, გამოხატოს საკუთარი პოზიცია. შინაარსიც არ ვიცი, აქედან გამომდინარე, კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ ყველას შეუძლია, პოზიცია დააფიქსიროს. გამოხატვის თავისუფლება არის საქართველოში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი