ახალი ამბები

კობახიძის თქმით, აქციაზე გამომსვლელი ევროპარლამენტარები პოლარიზაციას უწყობენ ხელს

21 ივნისი, 2022 • 561
კობახიძის თქმით, აქციაზე გამომსვლელი ევროპარლამენტარები პოლარიზაციას უწყობენ ხელს

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებმაც გუშინ, 20 ივნისს ევროკავშირის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს მიმართეს, ენმ-ის დანამატები არიან და მათთან ერთად პოლარიზაციას უწყობენ ხელს.

“არიან კონკრეტული ადამიანები, ისინიც აფილირებული არიან პირდაპირ ნაცმოძრაობასთან და ისინიც არიან პოლარიზაციის ხელშემწყობი ადამიანები საქართველოში, რაც არის ძალიან სამწუხარო. იმიტომ, რომ მათ აქვთ მოსხმული ევროპული მანტია, თუმცა, სინამდვილეში, არიან მარტივი დანამატი იმ პარტიისა, რომელსაც ჰქვია “ნაცმოძრაობა” და ისინიც ხელს უწყობენ პოლარიზაციას ჩვენს ქვეყანაში. მათი გვარები, სახელები ყველამ ვიცით, ზეპირად დაიმახსოვრა საზოგადოებამ”,- განაცხადა კობახიძემ.

გუშინ, 20 ივნისს, პარლამენტის წინ ევროკავშირის მხარდამჭერი მრავალათასიანი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ევროპარლამენტარებმა: ანა ფოტიგამ, რასა იუკნევიჩიანემ, ანდრიუს კუბილიუსმა, მარკეტა გრეგორევამ და ლიეტუვის სეიმის წევრმა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი