ახალი ამბები

კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, პოლარიზაციის შესამცირებლად “ოცნებას” პრორუსული აღარ უწოდონ

21 ივნისი, 2022 • 726
კობახიძე ოპოზიციას მოუწოდებს, პოლარიზაციის შესამცირებლად “ოცნებას” პრორუსული აღარ უწოდონ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციას ადანაშაულებს უმოქმედობაში პოლარიზაციის შემცირებასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის აზრით, იმისათვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს, ოპოზიციამ, სულ მცირე, ისეთი სიტყვების გამოყენება უნდა შეწყივტოს, როგორიცაა „პუტინისტური ხელისუფლება“, „ვადამდელი არჩევნები“ და ა.შ:

„როგორც მოგეხსენებათ, ევროკომისიის დოკუმენტში პირველ პუნქტად წერია ის, რომ საქართველოში პოლარიზაცია უნდა შემცირდეს, თუმცა ყველა ვხედავთ, რა ვითარებაა საქართველოში. ოპოზიცია ამ დოკუმენტის გამოქვეყნებიდან პირველივე წუთებში არღვევდა ამ პუნქტს და დღემდე არღვევს უხეშად პოლარიზაციის შესახებ ევროკომისიის მოწოდებას. თქვენ ნახეთ რიტორიკა გასული 4 დღის განმავლობაში. შესაბამისად, ერთადერთი პუნქტის შესრულება ევალება ოპოზიციას და ხედავთ, იმასაც არ ასრულებს.

ეს არის მათი დამოკიდებულება ევროპისადმი, ეს არის მათი დამოკიდებულება ღირებულებებისადმი და აქედან ჩანს ძალიან კარგად, რომ სინამდვილეში მათ ევროპა საერთოდ არ უნდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ ნაბიჯს მაინც გადადგამდნენ ამ მიმართულებით. იმისათვის, რომ პოლარიზაცია შემცირდეს ქვეყანაში, საჭიროა მინიმუმ ლექსიკონიდან ამოიღოთ ისეთი სიტყვები, როგორიცაა პრორუსული ხელისუფლება, პუტინისტური ხელისუფლება, ლექსიკონიდან ამოიღოთ გადატრიალება, რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. თუმცა ამას განა ვერ ახერხებთ, არ ახერხებთ იმიტომ, რომ თქვენი გზა არის არა ევროპული არამედ არის სხვა მიმართულებით“, – ამბობს ირაკლი კობახიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი