ახალი ამბები

მეტნი ვართ, ვისაც EU-შიც გვინდა და ივანიშვილის დაცვაც – ყაველაშვილი

21 ივნისი, 2022 • 928
მეტნი ვართ, ვისაც EU-შიც გვინდა და ივანიშვილის დაცვაც – ყაველაშვილი

“ბევრად მეტნი ვართ, ვისაც ევროკავშირშიც გვინდა გაწევრიანება და ამავე დროს [გვსურს], საქართველოს მოქალაქე ბიძინა ივანიშვილიც დავიცვათ”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” წევრი მიხეილ ყაველაშვილი 20 ივნისს ევროკავშირის მხარდასაჭერად გამართულ მრავალათასიან აქციას.

მისი თქმით, აქცია ენმ-ის ფრთამ დაგეგმა, თუმცა მიტინგზე მისული ყველა ადამიანი მათი მხარდამჭერი არ ყოფილა.

“რეალურად როგორც იყო, ისე შევხედოთ მოვლენებს. გუშინ ორგანიზება იყო “სირცხვილიასი”, რომელიც ენმ-ის და რადიკალური ოპიზიციის ფრთაა. ეს არის პროექტი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაანონსეთ კიდეც – ეს ცნობილი აკერმანის ჯგუფი, რომელმაც ეს პროცესი დაგეგმა იმისათვის, რომ ბოლოს რაც გააჟღერა ბატონმა შოთა გაგარინმა თუ დიღმელაშვილმა, მათი მთავარი მოტივი არის ეს.

იქ მისული საზოგადოება, რა თქმა უნდა, ყველა არ იყო ენმ-ის და რადიკალური ოპოზიციის მომხრე. იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც დიდი სურვილი აქვს ევროპაში ინტეგრაციის. აქ კითხვა მებადება ერთი – ოფიციალურად დადასტურებული გვავქვს, რომ მოსახლეობის 85% მომხრეა ევროკავშირში გაწევრიანების და ხელუსუფლება ეწინააღმდგება ამას? დამისახელეთ 1 ფაქტი, როცა “ოცნება” ამას ეწინააღმდეგებოდა”, – განაცხადა ყაველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი