ახალი ამბები

ევროპული მომავალი პირდაპირ უკავშირდება შშმ ადამიანების კეთილდღეობას – შშმ პირთა ორგანიზაციების წერილი შარლ მიშელს

20 ივნისი, 2022 • 774
ევროპული მომავალი პირდაპირ უკავშირდება შშმ ადამიანების კეთილდღეობას – შშმ პირთა ორგანიზაციების წერილი შარლ მიშელს

საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტები, მშობელთა ასოციაციები და შშმპ თემის მხარდამჭერები ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს წერილით მიმართავენ და სთხოვენ, გადაწყვეტილების მიღებისას შშმ პირთა პოზიცია გაითვალისწინონ და საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.

ისინი საერთო წერილში განმარტავენ, რომ სწორედ ევროინტეგრაციის პროცესმა დააჩქარა საქართველოში სხვადასხვა შშმ პირებზე მორგებული ცვლილებები, მათ შორის, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაც:

“ევროინტეგრაციის დაჩქარებულმა შესაძლებლობამ დიდი იმედი გააჩინა ჩვენს თემში. ქვეყნის ევროპული მომავალი და განვითარება ხომ პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების კეთილდღეობას, ხელმისაწვდომ ჯანდაცვას, ხარისხიან განათლებას, დასაქმებას, ღირსეულ მომავალსა და დამოუკიდებელ ცხოვრებას.

17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები დიდი ვნებათაღელვის საფუძველი გახდა. გაჩნდა განცდა იმისა, რომ ევროინტეგრაციის პროცესმა შესაძლოა შორეულ მომავალში გადაინაცვლოს და იმ პოზიტიურ საკანონმდებლო ცვლილებებს და პროგრამებს, რაც სახელმწიფომ განახორციელა ჩვენი ადვოკატირების და დონორი ორგანიზაციების, მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, შეაფერხებს, ან სულაც დავკარგავთ. ვშიშობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ნეგატიური პასუხით ბუნდოვანი გახდება საქართველოს პოზიტიური განვითარება მომავალში, რაც გამოიწვევს მოსახლეობის ფრუსტრაციას და უიმედობას.

როგორც თქვენს რეკომენდაციებშიც აისახა, დღეს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფად რჩება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ქვეყანას აქვს საბჭოთა, ხოლო ჩვენს თემს საზოგადოებისგან გარიყვის და ინსტიტუციონალიზაციის უმძიმესი გამოცდილება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების და მშობლების აქტივიზმი ურთულეს გამოწვევებთან არის დაკავშირებული და თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. მიუხედავად ამისა, შშმ თემმა ევროპული ქვეყნების მხარდაჭერითა და ძალისხმევით მივაღწიეთ მნიშვნელოვან ცვლილებებს. პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას – დღეს ნაკლებად უკვირთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე თუ თანამშრომელი თავიანთ სივრცეში”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, შშმ პირთა ორგანიზაციები და სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა ცვლილება განხორციელდა შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, აღსრულების მხრივ ბევრი პრობლემა რჩება.

წერილის ავტორები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი დააჩქარებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს, შშმ პირებისთვის არსებულ გარემოს გამოასწორებს და ქვეყანაში თანასწორუფლებიან გარემოს შექმნის.

“იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს არ მიენიჭება კანდიდატის სტატუსი, ვშიშობთ, რომ ამ მიმართულებით არსებული პროგრესი შეფერხდება. ქვეყანაში პოზიტიური ცვლილების ერთ-ერთი უმთავრესი მოტივატორი სწორედ ევროინტეგრაციის პერსპექტივაა და თუ ამ ისტორიულ მომენტში ეს შანსი წაგვერთმევა, ჩვენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მშობლები, შესაძლოა დიდ სასიკეთო ცვლილებებს ვეღარც მოვესწროთ.

გთხოვთ, 24 ივნისს გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეების პოზიცია და საქართველოს მიანიჭოთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ კი, შშმპ თემის წარმომადგენლები, სრულად ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ აქტიურად ჩავერთოთ ყველა პირობის შესრულების პროცესში.
საქართველოს ყოველი მოქალაქისთვის ევროპაში ინტეგრაცია, ევროპული ღირებულებები ისტორიული არჩევანი და ურყევი სურვილია!”, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერს:

საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა ეროვნული ქსელი
„კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის“ – ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა მშობლების ქსელი
კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
მშობელთა საინფორმაციო ცენტრი-PIC , Parent Information Center
ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ FAD
აჭარის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა კავშირი
საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის აჭარის ფილიალი
ახალგაზრდული ორგანიზაცია, ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის- აჭარა
კავშირი „მშობლების თანადგომა“
იშვიათი დაავადებების ორგანიზაცია დრავე საქართველო
მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი “გამმა”
ასევე ქართულ-ამერიკული აუტიზმის ცენტრი “ლოლიპოპი”
CDG-GEORGIA- იშვიათი დაავადებების ორგანიზაცია
ბავშვთა ასაკის შეზღუდულ შესაძლებლობათა საქართველოს აკადემია
ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში-თბილისი
სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი – თემი ქედელი
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების ორგანიზაცია „მშობლები“
“ჩვენი შვილები” – ოზურგეთი
მოვუსმინოთ სამყაროს -თელავი
მშობელთა და ბავშვთა ინტერესების დაცვის ასოციაცია “დია“
სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი
ფონდი აურესი
ასოციაცია დეა
ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
ასოციაცია ანიკა
საქართველოს პორტიჯის ასოციაცია
ილიას უნივერსიტეტის ბავშვის განვითარების ინსტიტუტი
“ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება”
შშმ ქალთა ალიანსი
შშმ ქალთა ეროვნული ქსელი
ქალი და რეალობა
მზიანი ბილიკი
ვოლფრამის სინდრომი საქართველო
ახალი თაობის ხმა
მზის შვილები
„ფსიქიატრიის სერვის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი“ (GNUSP)
„მე ვარ ქალი“
შშმ ქალები თანასწორობისთვის
გაძლიერების და მდგრადი მხარდაჭერის ცენტრი „ჰარმონია“
საჩხერის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეგისტრირებული კავშირი
პროგრესის ვექტორი
ოდა ქეარი
კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი
სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია
საქართველოს ყრუთა კავშირი
საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
“მოძრაობა-ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის”
“ქალთა და შშმ პირთა მხარდამჭერი ცენტრი ილაპარაკე”
“კეთილდღეობის და განვითარების ცენტრი”
შშმ ბავშვთა მშობელთა კავშირი ,,ლამპარი”
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დამოუკიდებელი აქტივისტები:
ნათია გოგოლაშვილი
ანნა ნაზღაიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი