ახალი ამბები

ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით გამოვა

19 ივნისი, 2022 • 1327
ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით გამოვა

ქართული წარმოშობის რუსი ჩოგბურთელი ნათელა ძალამიძე ამიერიდან რუსეთის ნაცვლად საქართველოს სახელით გამოვა. btu-ის თანახმად ძალამიძეს უიმბლდონის პოპულარულ ტურნირზე სურს თამაში, სადაც წელს უკრაინაში შეჭრის გამო რუს და ბელარუს სპორტსმენებს არ დაუშვებენ.

ძალამიძეს საჯარო განცხადება რუსულიდან საქართველოს დროშაზე გადასავლასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია, თუმცა btu-ის მიხედვით, ის ჩოგბურთის საერთაშორისო ასოციაციის ვებგვერდზე საქართველოს წარმომადგენლადაა რეგისტრირებული. ძალამიძე წყვილთა თანრიგში ასპარეზობს და მსოფლიოში 44-ე ჩოგანია. მისი მეწყვილე უიმბლდონზე სერბი ალექსანდრა კრუნიჩი იქნება.

ბოლოს 29 წლის ძალამიძემ როლან გაროსზე ითამაშა პარიზში და იქ ნეიტრალური დროში ქვეშ გამოდიოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი