ახალი ამბები

ღარიბაშვილი სომხეთშია, სადაც ფაშინიანს შეხვდა

18 ივნისი, 2022 • 1099
ღარიბაშვილი სომხეთშია, სადაც ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, ღარიბაშვილს სომხეთში საქართველოს მთავრობის სხვა წევრებიც ახლავს:

„ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.

მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე“ – ნათქვამია საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ 20-21 ივნისს, ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კატარის მაღალი დონის ეკონომიკურ ფორუმზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოვა.

28-30 ივნისს კი მთავრობის ადმინისტრაციის თქმით, ღარიბაშვილი ნატო-ს მადრიდის სამიტს დაესწრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი