ახალი ამბები

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს – კარენ დონფრიდი

17 ივნისი, 2022 • 1564
სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ეფექტიანად მუშაობს – კარენ დონფრიდი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი „ნეტგაზეთთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, სანქციებს სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე.

ეს კომენტარი მან გააკეთა „ნეტგაზეთის“ კითხვაზე, რომელიც ეხებოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც „სანქციები არ არის ეფექტური საშუალება“.

„ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, სანქციებს სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე. შეერთებულმა შტატებმა და პარტნიორებმა ევროპასა და აზიაში უპრეცედენტო სანქციები და საექსპორტო კონტროლი დააწესეს. მოგიყვანთ ერთ მაგალითს – აშშ-ს აქამდე არასდროს დაუწესებია სანქციები დიდი ოცეულის ქვეყნის ცენტრალური ბანკისათვის. 800-ზე მეტმა კერძო კომპანიამ დატოვა რუსეთი“, – განაცხადა კარენ დონფრიდმა.

„შემიძლია რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის ბევრი მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ ვიტყვი ერთს: სანქციები აზარალებენ რუსეთის ეკონომიკას და რაც დრო გავა, გავლენა გაძლიერდება. ექსპორტის კონტროლს კი, ჩვენი აზრით, სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის თავდაცვით სექტორზე. ვფიქრობ, რომ ეს ეფექტური ზომებია. აშშ და ევროკავშირი განაგრძობენ სანქციების ახალი პაკეტების შემუშავებას, რათა გავლენა გაძლიერდეს“, – განუცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ „ნეტგაზეთს“.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი