“პასუხი გაცემულია ამ საკითხზე უკვე და არ არის საჭირო, რომ გავიმეორო”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას “პოლიტპატიმრების შეწყალების” თაობაზე.
ზურაბიშვილის თქმით, მოწოდებები და ზეწოლა, რომ მან სააკაშვილი და გვარამია შეიწყალოს, არ უწყობს ხელს იმას, რომ პრეზიდენტმა თავისი დისკრეციული უფლება გამოიყენოს.
“მე არ მომიწოდებს არავინ [ევროპარლამენტის] რეოზლუციით… პრეზიდენტის დისკრეცია იმას ნიშნავს, რომ არავინ შეიძლება მოუწოდოს და რაც მეტი მოწოდებაა ან ზეწოლაა, ეს არ უწყობს ხელს იმას, რომ პრეზიდენტმა თავისი დისკრეცია გამოყენოს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ ევროკომისია და შემდეგ ევროპული საბჭო საქართველოსთან დაკავშირებით, დამოკიდებული არ არის იმაზე, შეიწყალებს თუ არა ვინმეს. პრეზიდენტის განცხადებით, შედეგს განაპირობებს ის, თუ როგორ იქცეოდა ქვეყანა ბოლო ერთი წლის განმავლობაში.





