ახალი ამბები

ქნირში ფიქრობს, რომ 23-24 ივნისის სამიტზე საქართველოს ექნება პროგრესი ევროპულ გზაზე

16 ივნისი, 2022 •
ქნირში ფიქრობს, რომ 23-24 ივნისის სამიტზე საქართველოს ექნება პროგრესი ევროპულ გზაზე

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ფიქრობს, რომ 23-24 ივნისის სამიტზე საქართველოს ექნება პროგრესი თავის ევროპულ გზაზე.

ნეტგაზეთმა ქნირშს ჰკითხა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების შესახებ, რომელმაც მხარი დაუჭირა უკრაინის და მოლდოვის განაცხადს ევროკავშირის გზაზე, თუმცა საქართველო არ უხსენებია. მანამდე იგივე პოზიცია დააფიქსირა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.

ქნირშის თქმით, ჯერჯერობით ვერაფერს იტყვის გერმანიის პოზიციაზე, რადგან გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს შეხვედრაზე მიიღება. “ჯერჯერობით არ არის მიღებული გადაწყვეტილება ამ საკითხზე. ევროკომისია წარმოადგენს თავის მოსაზრებას ხვალ, ევროპული საბჭო კი – ერთ კვირაში. მე ვიმედოვნებ, მჯერა, რომ ამ შეხვედრით საქართველოს ექნება პროგრესი თავის ევროპულ გზაზე”, – თქვა ქნირშმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი