ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე “Apsny Duty”-ს მშენებლობა დაიწყო

16 ივნისი, 2022 • 2851
აფხაზურმა მხარემ ენგურის ხიდზე “Apsny Duty”-ს მშენებლობა დაიწყო

გალის რაიონში ენგურის გამშვებ პუნქტზე “Apsny Duty”-ს მაღაზიის მშენებლობა დაიწყო, რომელზეც ნებართვა აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა ალექსანდრ ანქვაბმა გასცა. ამის შესახებ ინფორმაციას ეხოკავკაზა სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ განკარგულებაზე და ოფიციალურ წყაროებზე დაყრნობით ავრცელებს.

ენგურზე მაღაზიის კონსტრუქციის მშენებლობა უკვე დაწყებულია.

ეხოკავკაზასთან საუბარში, ბესლან ცვინარია, აფხაზეთის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ უბაჟო ვაჭრობის  მაღაზიის გახსნა გამშვებ პუნქტზე საჭიროა, თუმცა მშენებლობა გარკვეულ კითხვებსაც იწვევს.

“ვფიქრობ, დიდი ხანია ამის საჭიროება დგას, ვინაიდან საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთის ტერიტორიაზე ხვდებიან, ყველა იმ მხრიდან შემოდის. ვფიქრობ, სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული, რომ ნორმალური ტერმინალი აშენდეს იქ”.

თუმცა, მისივე თქმით, არსებობს კითხვებიც. მაგალითად, “ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გზა გაიხსნება? ვინაიდან ამის გარეშე ეს მაღაზია ვერ აირსებებს. ასევე, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტერმინალი გაიხსნება, შესაძლებელი იქნება მაღაზიის მშენებლობა და ის უნდა განლაგებული იყოს ტერმინალის შემდეგ, ქართული მხარისკენ. მხოლოდ ამის შემდეგ იქნება მისი მუშაობა გამართული. თუ მაღაზია ჩვენს მხარეს იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანები, რომლებიც შემოდიან აფხაზეთში, შეიძენენ საქონელს უბაჟო ვაჭრობის მაღაზიაში და გადასახადებს თავიდან აიცილებენ. ამ საქონლის აფხაზეთის ტერიტორიაზე უკონტროლოდ მოხვედრა კი რისკია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი