ახალი ამბები

რეზოლუციაში ივანიშვილზე დაუსაბუთებელი ბრალდებებია – ზურაბიშვილი

14 ივნისი, 2022 • 1009
რეზოლუციაში ივანიშვილზე დაუსაბუთებელი ბრალდებებია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში ჩასულს „საკმაოდ დამძიმებული სურათი“ დახვდა.

მისი თქმით, გაფუჭებული საქმე ჰქვია იმას, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან ბოლო ადგილას გადაინაცვლა.

მისი თქმით, ერთ-ერთი პირველი, რაშიც გაფუჭებული საქმე გამოვლინდა, ევროპარლამენტის რეზოლუციაა, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზეა საუბარი.

„ეს ყველაზე ნათლად გამოჩნდა იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში. ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია ხან დუმილი, ხან შეურაცხმყოფელი პასუხები სერიოზულ კითხვებზე, შედეგიც მიიღო“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მთავარ ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის ბილბორდზე საპრეზიდენტო არჩევნებისას

მასალების გადაბეჭდვის წესი