ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთში ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის მკაცრი სასჯელი მოიხსნა

13 ივნისი, 2022 • 2470
სომხეთში ჩინოვნიკების შეურაცხყოფისთვის მკაცრი სასჯელი მოიხსნა

სომხეთის ხელისუფლებამ შეურაცხყოფისა და ცილისწამების დეკრიმინალიზება გადაწყვიტა. ამის  შესახებ ინფორმაციას სომხეთის იუსტიციის მინისტრის, კარენ ანდრეასიანის ფეისბუკის პოსტზე დაყრდნობით azatutyun.am [რადიოთავისუფლების სომხეთის სამსახური] ავრცელებს.

მინისტრის თანახმად, პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მონაწილეობით გამართულ რამდენიმე უწყებათაშორისი განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ აღნიშნულ კანონდარღვევაზე მხოლოდ ამინისტრაციული სასჯელი დარჩება, რაც ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს.

კანონი, რომელიც მაღალჩინოსნების ცილისწამებისა და შეურაცხყოფისთვის სასჯელის გამკაცრებას ითვალისწინებდა, სომხეთში 2021 წელს მიიღეს. თუმცა კანონის მიღება გახდა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ექსერტების მწვავე კრიტიკის საგანი. ამასთან, სომხეთში მომუშავე ჟურნალისტები და უფლებამდაცველი ორგანიზაციები აღნიშნულ პროექტს მიიჩნევდნენ ხელისუფლების მიერ უკანასკნელ თვეებში ინიცირებული საკნონმდებლო ინიციატივების ლოგიკურ გაგრძელებად, რომელიც ფასდება სიტყვის თავისუფლების და მედიის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობად.

სომხეთში ჩინოვნიკების შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის დასჯიან | კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი